logo_geo
eng_logo
„ექსპრესნიუსს“ სასამართლოში სარჩელი შეაქვს
- +

24 დეკემბერი. 2018. 11:50

პლაგიატისა და სახელის უკანონო მითვისების გამო, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

 

რამდენიმე დღის წინ ვებ-სივრცეში გამოჩნდა პლაგიატი Expressnews.ge, რომლის ბმულებიც „რადიო თავისუფლების“ ვებ-გვერდზე გადადის.

 

დომენის რეგისტრატორია, შპს „Online Analytics Systems“, რომელიც დაარეგისტრირა მოქალაქე ვლადისლავ შოუამ.

 

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ 2009 წლიდან ქართულ მედიაბაზარზე მოღვაწეობს.  მედიაბრენდი „ექსპრესნიუსი“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაშია დარეგისტრირებული.

 

ახალგამოსული პლაგიატი Expressnews.ge არღვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მენეჯმენტი მიმართავს registration.ge-ს, შეაჩეროს საავტორო უფლებების დარღვევის აშკარა ფაქტი. გარდა ამისა, მენეჯმენტი აპირებს, უახლოეს დღეებში მიმართოს სასამართლოს, საავტორო უფლებების დარღვევის და ბრენდის უკანონო მითვისების ფაქტზე. ამასთან, რედაქცია მოუწოდებს „რადიო თავისუფლებას“, გაარკვიოს, ვინ სარგებლობს მათი ინტელექტუალური ნაშრომით და რა კავშირი აქვს „რადიო თავისუფლების“ ქართულ ბიუროს Expressnews.ge-სთან.

 

გარდა ამისა, სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მენეჯმენტი არ გამორიცხავს, სარჩელით პროკურატურას მიმართოს.

 

ცნობისთვის, ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“დაარსდა თბილისში, 2009 წლის 15 მაისს. სააგენტო თანამშრომლობს ქართულ მედიასაშუალებებთან (ტელევიზიები, რადიოები, გაზეთები), ასევე რეგიონალურ მედიასთან. 2009 წლის ივლისში „ექსპრესნიუსმა“ ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „1news.az“-თან და სომხეთის საინფორმაციო სააგენტო „არმინფოსთან“, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. ჰყავს კორესპონდენტები საქართველოს რეგიონებსა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. აერთიანებს რამდენიმე მედიასაიტს. „ექსპრესნიუსი“ არის ევროპის ახალი ამბების სააგენტოების წევრი, ასევე რამდენიმე ევროპული საინფორმაციო საშუალების ახალი ამბების მიმწოდებელი საქართველოდან. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპების ხელმომწერი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner