logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

24 დეკემბერი. 2018. 16:28

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცივი იარაღის ტარებისთვის  ბრალდებული დ. ს. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ. ს., რომელსაც 2018 წლის 5 თებერვალს,  განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისთვის წარედგინა ბრალდება, ქ. თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას - 0,00032 გრ ამფეტამინს და 0,00002 გრ მეტამფეტამინს (0,000025 გრ მარილი).

 

სამართალდამცველებმა დ. ს. 2018 წლის 17 მარტს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის I და II ნაწილებით (განზრახი ნაკლებად მძიმე და განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ. ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner