საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას მის ტერიტორიაზე გატარებული გაზის 5% ეკუთვნის.
საქართველო „შაჰ დენიზ-1"-ის 5.7 მილარდი მ3 გაზის თურქეთში ტრანსფერისათვის წლიურად 270 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებდა. „შაჰ დენიზ-2"-ის გაზის ექსპორტს თურქეთი და ევროკავშირი სავარაუდოდ 2020 წლისთვის დაიწყებს და ამ პროექტის სატრანსფერო მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორივე პროექტიდან 5% მიიღებს, გამოვა, რომ მთლიანობაში ქვეყანას ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 1.05 მილიარდი მ3 ბუნებრივი აირი დარჩება.
წყარო - unfiltered.ge