logo_geo
eng_logo
საქართველო წელიწადში დაახლოებით 1.05 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს
- +

21 მაისი. 2016. 11:30



საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ქვეყანას მის ტერიტორიაზე გატარებული გაზის 5% ეკუთვნის.


საქართველო „შაჰ დენიზ-1"-ის 5.7 მილარდი მ3 გაზის თურქეთში ტრანსფერისათვის წლიურად 270 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს იღებდა. „შაჰ დენიზ-2"-ის გაზის ექსპორტს თურქეთი და ევროკავშირი სავარაუდოდ 2020 წლისთვის დაიწყებს და ამ პროექტის სატრანსფერო მოცულობა ერთი წლის განმავლობაში 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.


იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ორივე პროექტიდან 5% მიიღებს, გამოვა, რომ მთლიანობაში ქვეყანას ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 1.05 მილიარდი მ3 ბუნებრივი აირი დარჩება.





წყარო - unfiltered.ge





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner