logo_geo
eng_logo
ახალი წელი და ჩიჩილაკის ტრადიცია
- +

2 იანვარი. 2019. 19:01

 

 

ჩიჩილაკი ახალი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მორთულობაა. ალბად ყველას უნახავს სხვადასხვა სათამაშოებით შემკულ ნაძვის ხესთან მორთული, ბაფთებითა და სხვა ნუგბარით შემკული ჩიჩილაკი.

 

ჩიჩილაკი დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ხის ფორმის რიტუალური საგანია, რომელიც საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის მზადდება.  ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან „ბასილას წვერი" ერქვა.  აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. ყვინჩილებს. იმერეთში იცოდნენ ჩიჩილაკის ენდროთი შეფერადება.

 

ჩიჩილაკის მსგავსად ხის ტოტების შემკობა და საჩუქრად მირთმევა სცოდნიათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ასეთი იყო სახადის განმგებელთათვის, „ბატონებისათვის" მისართმევი ხე;  საჩუქრებითა და ხილით შემკულ ხეს, „მაშხალას" მიართმევდნენ ხოლმე ხევში ნეფე-დედოფალს.  ანალოგიური რწმენები გავრცელებულია ევროპის მრავალ ხალხში.

 

საახალწლოდ ჩიჩილაკის დადგმა მხოლოდ ხალხური ტრადიციაა და ეკლესიური თვალსაზრისით მას რაიმე რიტუალური დანიშნულება არ გააჩნია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner