გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვარს, დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
6 იანვარს დღის ბოლოდან 8 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.