თბილისის მერიის გავრცელებული ინფორმაციით, „ალილოს“ ორგანიზებისთვის მერია საპატრიარქოს ავტობუსებს გამოუყოფს.
„7 იანვარს, შობის დღესასწაულზე „ალილოს“ მსვლელობის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაში არსებითი ცვლილებები არ იგეგმება. „ალილოს“ მსვლელობა, 14:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მოეწყობა“, - ნათქვამია განცხადებაში.