logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები
- +

7 იანვარი. 2019. 11:18

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 

სადღესასწაულო წირვის დასრულების პრემიერმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ მნიშვნელოვან გზავნილებზე ისაუბრა.

 

„მინდა, ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს ემიგრანტებს. პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები განათლებაზე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მოზარდებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სამშობლოს სიყვარულზე, იმ გამოწვევებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. შობის დღესასწაული იმედის, სიყვარულის, სათნოების სიმბოლოა და მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner