პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის შენობის წინ შეეგება და მათ შობის დღესასწაული მიულოცა.
„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, შობის დღესასწაულს. განსაკუთრებით ბავშვებს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ახალი წელი და მინდა, რომ ეს წელი იყოს ყველასთვის ბედნიერების და სიხარულის წელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.