logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული
- +

8 იანვარი. 2019. 19:17

 

უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კითხვაზე შესაძლებელია, თუ არა უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდეს, განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან იყოს დაკავშირებული, ვის აირჩევს პარლამენტი კომიტეტის თუ ფრაქციის თავმჯდომარედ ან ვის გადაირჩევს“.

 

„პარლამენტი არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი. ასე რომ, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის აირჩევს კომიტეტები და ფრაქციები და ვის გადაირჩევს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

კითხვაზე, აქვს თუ არა ეკა ბესელიას საფუძველი საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს, ქუცნაშვილი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

„არ მგონია, სწორი იყოს, ვუკარნახოთ კოლეგებს, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინ სად უნდა იყოს. ეს მათი გადასაწყვეტია. ყველა თავისუფალი ადამიანია და ყველა თავად იღებს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner