logo_geo
eng_logo
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო დახმარების ავტომობილის მძღოლი დააკავეს
- +

9 იანვარი. 2019. 17:07

 

 

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სასწრაფოს მძღოლი 276-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზა და დადგინდა, რომ სასწრაფოს მძღოლი არ იმყოფებოდა არც ნარკოტიკული და არც ალკოჰოლური თრობის ქვეშ. დაკავებულისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

 

ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 პირი დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტთან მოქალაქეებს დაეჯახა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner