ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და უთხრეს, რომ "ნაციონალებს" ხალხთან მისვლის უფლება არ აქვთ. ამის შემდგომ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაშიც ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წარმომადგენელი: გიგა ბოკერია, თენგიზ გუნავა, ნიკა მელია.