logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ახალი წელია თუ შობა, ვასილ მჟავანაძის საფლავზე ყვავილები მოაქვთ
- +

11 იანვარი. 2019. 20:37

 

 

 

,,უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, ვასილ მჟავანაძის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:

 

,,ახალი წელია თუ შობა, ვასილ მჟავანაძის საფლავზე ყვავილების თაიგულები მოაქვთ უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც ახსოვთ ვინ იყო და რა გაუკეთა ქვეყანას ვასილ პავლოვიჩმა , - წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

 

ვასილ მჟავანაძე დაიბადა ქ. ქუთაისში. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია 1937 წელს.

 

1914-1924წწ. მუშაობდა მუშად ხონში. 1924 წლიდან იყო საბჭოთა არმიაში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953წწ. ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972წწ. საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში. სამუშაო საქმიანობაში მისი ხელშემწყობი იყო ნიკიტა ხრუშჩოვი. ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცეკ-ის წევრად.

 

საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა თბილისის განაშენიანება-კეთილმოწყობის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. მის დროს დაიწყო ფართო საბინაო მშენებლობა ქალაქის მასივებში (საბურთალო, დიღომი), 1961 წელს აშენდა სპორტის სასახლე, 1971 წელს სახელმწიფო ფილარმონიის დიდი დარბაზი და სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის პავილიონები, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალი შენობა დიღომში (1967), უნივერსიტეტის ახალი კორპუსი (1968), სასტუმროები "ივერია" (1967), "კოლხეთი" (1962) და სხვა. 1960 წელს ქალაქმა მიიღო ბუნებრივი გაზი. 1966 წელს გაიხსნა მეტროპოლიტენი. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოები. საბჭოთა პარტიული მოღვაწე. გენერალ-ლეიტენანტი (1944).

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner