ავღანეთის დასავლეთ ნაწილში ტერაქტს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის პოლიციის 4 თანამშრომელიც არის.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერორისტებმა იერიში პოლიციის საგუშაგოზე საღამოს 18:00 საათზე მიიტანეს.
თავდამსხმელებსა და ძალოვნებს შორის დაპირისპირება ორი საათი გაგრძელდა. ორმხრივი სროლისას სამი პოლიციელი, ერთი ბავშვი და ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო.