რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი განაგრძობს ადეკვატური პასუხის გაცემას რუსეთის საზღვრებთან NATO-ს გაზრდილი აქტიურობის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების გამო.
„რა თქმა უნდა, ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ NATO-ს გაზრდილ აქტიურობაზე და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგების გამო.
რუსეთი კვლავ დაინტერესებულია აშშ-სა და ევროკავშირთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენით თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.