თავდასხმა ზუგდიდში- „ქართული ოცნების" კოორდინატორ დარეჯან თაკალანძეს „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა- როზა და მურთაზ ანჯაფარიძეებმა სცემეს.- ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება 2012 წლით არის დათარიღებული. ამით საზოგადოება კორცხელში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აღნიშნავენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ცემა და ტერორი არ უნდა უკვირდეს...
„ამ ინციდენტამდე თაკალანძე კოალიციის საარჩევნო შტაბს რუხის საარჩევნო უბანში არსებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დარეჯან თაკალანძემ ის პირები ამოიცნო, რომლებიც არჩევნების დღეს ხმებს ყალბი პირადობის მოწმობებით აძლევდნენ.
გვიან ღამით სამეგრელოში ფიზიკური შეურაცხყოფის კდიევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. სოფელ შამგონას რწმუნებულის ძმამ და ნაციონალების კოორდინატორმა გელა შენგელიამ დიმა და საბრინა ხუბუებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ხუბუებს საკუთარ სახლში ქართული ოცნების ადგილობრივი შტაბი ჰქონდათ გახსნილი."