logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: რა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა, აბსოლუტურად ყველა გახსნილია
- +

16 იანვარი. 2019. 18:30

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რა დანაშაულიც ახალი წლის დღეებში მოხდა და მათ შორის იყო როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე მძიმე ფაქტები, აბსოლუტურად ყველა დანაშაული გახსნილია.

 

მეზვრიშვილის განცხადებით, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ხარისხისა და გამომძიებლების კვალიფიკაციის გაზრდის მიმართულებით.

 

მისივე ინფორმაციით, დანაშაულის სტატისტიკის შედგენის მეთოდოლოგიაში ბევრი რამ შეიცვლა და ამ თვალსაზრისით 2018 წლის 2017 წელთან შედარება სწორი არ იქნება.

 

„დანაშაულის ჩადენის სტატისტიკასთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც საზოგადოებამ და მედიამ უნდა გაითვალისწინოს. როდესაც დანაშაულის მატებაზე ან კლებაზე ვსაუბრობთ, მშრალად აღებულ ციფრებზე საუბარი არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია შინაარსი. თუ გასულ წელს შინაარსობრივად გადავხედავთ, ყველა იმ ფაქტზე, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, გამოძიებას ვიწყებდით. რადიკალურად შეიცვალა აღრიცხვიანობის მეთოდი და გამოძიებას იმაზე მეტ ფაქტზე ვიწყებდით, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner