logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით: არ არის გამორიცხული, ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს
- +

16 იანვარი. 2019. 19:55

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, გუშინ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ, დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

„ამ ეტაპზე, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დაკავებულია.  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია ასევე 1 პირი. ბრალდებულს რაც შეეხება, ამ ეტაპზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. გამოძიებას მისგან ინფორმაცია, შესაძლო დანაშაულის დეტალებთან დაკავშირებით, არ აქვს. ამიტომ, დაველოდოთ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და არ არის გამორიცხული, რომ ამ საქმეზე ბრალდებულების წრე გაიზარდოს. გამოძიება გრძელდება იმისთვის, რომ მოტივი და უფრო მეტი დეტალი გაირკვეს. მე არ მინდა, რომ ზედმეტ დეტალებზე ვისაუბრო. იყო გარკვეული დაპირისპირება, შესაბამისად, როგორც კი რამე დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი, გაგაგებინებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner