logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: მაგალითის ძალა...
- +

18 იანვარი. 2019. 16:16

 

მაგალითის ძალა...

**********************

 

ივანიშვილისა და ზოგიერთი მილიარდერის კეთილშობილური ნაბიჯი, რის შედეგადაც შეჭირვებულ ადამიანებს ვალები ჩამოეწერათ, ეპიდემიასავით გადამდები აღმოჩნდა.

 

ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ აღტაცებული ვარ რეგიონალური „დიქტატორის“ რამზან კადიროვის საქციელით: ჩეჩენ მოსახლეობას ჩამოეწერა 9 მილიარდი ვალი - გაზის გადასახადი!!!! (იხ. მასალა ქვემოთ).

 

გაზის გადასახადიო!

 

გ ა ზ ი ს!

 

იმ გაზის, რომელსაც არასწორი ექსპლუატაციის და უტვინო მენეჯმენტის გამო, ჩვენთან სისტემატურად მოაქვს უბედურება!!!.

 

გეყურებათ იმ მოყაჩაღ-გამომძალველთა სტრუქტურაში, რომელიც „ყაზტრანსგაზად“ იწოდება და სინამდვილეში კი ოფშორში დამალული ქართველ პოლიტიკოს-მაფიოზთა „საძმოს“ საქაფავი საკუთრებაა.

 

ჯერ კიდევ გასარკვევია, როგორ აღმოჩნდა თავის დროზე სახელმწიფოს და ხალხის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო თოფიან ყაჩაღებზე უარესი ჰალსტუხიანი წურბელების ხელში.

 

ისე, დაფიქრებულა არა მარტო „ყაზტრანსგაზის“ ბრიყვი „უფროსობა“, რა მოჰყვება გამწარებული ხალხის მასობრივ პროტესტს?

 

არადა, ერთი ნაპერწკალი უნდა. მით უმეტეს, იმ ტრაგიკულ ფონზე, რაც მოხდა ამ სისტემის უტვინო, უპასუხისმგებლო, უვიცი თანამშრომლების მხრიდან, ასევე, ვიმეორებ, ადრიანად დანერგილი და ახლაც წარმატებით გაგრძელებული „უთოფო ყაჩაღობის“ ფსიქოლოგიის და პრაქტიკის დამკვიდრებისა გამო?

 

და, საერთოდ, გაზის ბიზნესთან დაკავშირებით რომ ლეგენდები დადის იმ „თამაშების“ გამო, რომლებთანაც დაკავშირებულია ხელისუფლებაში შანსიანად მოკალათებული ე.წ. „კაი ჩამცმელი“, „კაი პურისმჭამელი“, ევროპის კურორტების დამფასებელი და საკუთარი პოლიტთამაშების პროვინციული ჯიქურ-ხისტ-დაუნდობლად განმხორციელებელი მოდეპუტატო-მოჩინოვნიკო-მონამინისტრალო ბიჭების სახელებთან.

 

ეს თემა არ არის საინტერესო პროკურატურისთვის?

 

ან, ჟურნალისტური გამოძიებისთვის?

 

ხომ არ დავეხმაროთ? აი, მაგალითად:

 

- ვინ არის ხვიჩა მაქაცარია?

 

- ან, რა როლს თამაშობს ამ სფეროში ყოფილი უმწიკვლო მინისტრი ა.ხეთაგური?

 

- ან, როგორ წარმოიქმნება გაზის ფასი ჩვენი საზღვრიდან და რომელი ფირმაა ჩართული ამ საგმირო საქმეში?

 

- „ყურმოკვრით“ მაინც არ იცოდა ეს თემა ახლაგაყუჩებულმა და ჩემთვის ადრეც და ახლაც ბრიყვად დარჩენილმა შოთაძემ და მისმა ე.წ. „ბანდამ“, ჯერ კიდევ რომ ყელყელაობს პროკურატურაში?

 

- ან, ენერგეტიკის სამინისტროდან მერიაში გადაბარგებულმა „ბრმა და ყრუ ბრიგადამ“...

 

გავაგრძელო, ბატონო თადუმაძევ?

 

ტაში, კუკური!

 

 

https://www.rbc.ru/society/18/01/2019/5c4106b69a79470d7d17480a?utm_source=fb_rbc&fbclid=IwAR3OolSo3JWIqTPA3vU9xDr_xa04MW76NPMAr-dCUFJuPp6Wo8l8ycHYUMM

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner