logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: „გვეღადავები“ ეკა?!
- +

13 აპრილი. 2019. 19:25

 

ჟურნალისტი და პროდიუსერი შალვა რამიშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობის გამოკითხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„პარადოქსალური დაწესებულებაა ქართული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“! დრო მის კედლებში სხვაგვარად მიედინება, რეალობა კი შეცვლილია რადიკალურად!

ამ არასამთავრობოს ოფისი ამერიკაში ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია არაა, ხოლო აქაური კი ჰგოდებს, რომ მექრთამეობამ წალეკა ქვეყანა!

აქაური გამჭვირვალეობა არჩევნების წინ კიდევ ორ ენჯეოშნიკთან ერთად პასპორტების გაყალბებაზე გაჰყვირის და ამით პოსტსაარჩევნო არეულობას ლეგიტიმაციას აძლევს.

თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიყვანეს გაყალბების ამ „ფაქტისა“! აი ახლაც გამოაცხო ეკამ საზ. აზრის კვლევა „კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა“ ოღონდ აი ასეთი დებილური კითხვა ჩასვა შით – „გვეშველება რამე?!“

ეს კითხვა რიტორიკული გახდა კახი კავსაძის ღამის შოუში სტუმრობის შემდეგ. ოღონდ სად ეს კომიკური მემი და სად სერიოზული კვლევა?!

გვეღადავები ეკა?!

ან იქნებ დონორების მაყუთის ხარჯზე გადაწყვიტე რომ ამ საკრალურ კითხვას ბოლო ბოლო „მეცნიერულად“ დასაბუთებული პასუხი გასცე“, – წერს რამიშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner