logo_geo
eng_logo
ნოტრ-დამი, ის რაც გადარჩა
- +

17 აპრილი. 2019. 02:27

 

 

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. ნოტრ-დამში  ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. შედეგად ჩამოინგრა სამრეკლო, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა. თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეზლეს. გადარცენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა. ასევე საკურთხეველი და საკურთხევლის ჯვარი.

 

Пожар в соборе Парижской Богоматери

 

ცეცხლს რამდენიმე სათის განმავლობაში აქრობდნენ, მისი ჩაქრობა მხოლოდ გამთენიისას მოხერხდა. ოპერაციაში 400 მეხანძრე მონაწილეობდა, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა.

 

 Пожар в соборе Парижской Богоматери
 
 

ხანძრის მიზეზი ჯერ უცნობია. ტაძრის ნაწილი ხის მასალით იყო გადახურული. შესაძლოა, ცეცხლი სარესტავრაციო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ზომების დარღვევამ გამოიწვია.

 

 Пожар в соборе Парижской Богоматери
 
 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ტაძარში მივიდა. მან მადლობა გადაუხად მეხანძრეებს და განაცხადა, რომ პარიზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა სრულად აღდგება.

 

საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო ფონდმა ტაძრის აღდგენისთვის სახსრების შეგროვება დაიწყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner