logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: სანდრა რულოვსი და ნაციონალური მოძრაობა დებატებს გაექცა, სანაცვლოდ შემოგვთავაზეს სპექტაკლი...
- +

10 მაისი. 2019. 17:51

 

 

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საპასუხო ქართული ოცნების კანდიდატისთვის.

 

,,ისინი დებატებს გაექცნენ, შემოგვთავაზეს  იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა  ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩევლისთვის და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება საქმეზე ორიენტირებული დებატები.  შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ცივილიზებულ ფორმატს - სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება.  შესაბამისად, თუკი პატიოსანი თამაშის წესების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner