პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო დამოუკიდებლობის კვალდაკვალ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის, განგრძობადი განათლების და კარიერული დაგეგმვის უმნიშვნელოვანესი რეფორმები.
„ბუნებრივია, პრობლემები არსებობს, მაგრამ დღეს გვაქვს ჩვენ სისტემა, რომელმაც კონსტიტუციურად დამოუკიდებლობა მოგვანიჭა და ამ ფონზე ჩვენ დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროკურატურის დეცენტრალიზაციის რეფორმა, განგრძობადი განათლების რეფორმა და კარიერის დაგეგმვა. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების უნარიანობას და საპროკურორო საქმიანობის მყარ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების საუკეთესო შეფასება ევროჯასტთან მიღწეული შეთანხმებაა.