logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: პროკურატურაში მიმდინარე რეფორმა უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების უნარიანობას
- +

30 მაისი. 2019. 19:32

 

 

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ  პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო დამოუკიდებლობის კვალდაკვალ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის, განგრძობადი განათლების და კარიერული დაგეგმვის უმნიშვნელოვანესი  რეფორმები.

 

„ბუნებრივია, პრობლემები არსებობს, მაგრამ დღეს გვაქვს ჩვენ სისტემა, რომელმაც კონსტიტუციურად დამოუკიდებლობა მოგვანიჭა და ამ ფონზე ჩვენ დავიწყეთ  უმნიშვნელოვანესი  პროკურატურის დეცენტრალიზაციის რეფორმა, განგრძობადი განათლების რეფორმა და კარიერის დაგეგმვა. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სწრაფი გადაწყვეტილების  უნარიანობას და საპროკურორო საქმიანობის მყარ დამოუკიდებლობას“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

მან აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმების საუკეთესო შეფასება ევროჯასტთან მიღწეული შეთანხმებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner