logo_geo
eng_logo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არმაზ ახვლედიანზე უკანონო თვალთვალს გამორიცხავს
- +

1 ივნისი. 2016. 13:30


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და გამორიცხავს, რომ არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პირზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი.


„თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია (მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ აქვთ ფოტოები), მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს", - აცხადებენ სუს-ში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner