პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესულია შუამდგომლობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იყოს გამოყენებული.