logo_geo
eng_logo
თელავში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს
- +

27 ივნისი. 2019. 14:08

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

 

გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ადგილობრივები მომხდარს წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირებენ. მათივე თქმით, მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და ის რამდენიმე დღის წინ სოფელ ყარაჯალაში დედის სანახავად ჩავიდა.

 

გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან არიან შეკრებილები.

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner