„პასპორტი, პირადობა და სხვა დოკუმენტები ჩააბაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეუშლის მას ხელს, კანონიერად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი“, - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების შემდეგ.
„ნიკა მელია ბრალდებულია. პასპორტი, პირადობა და სხვა დოკუმენტები ჩააბაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეუშლის მას ხელს, კანონიერად გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი და დატოვოს საქართველოს ტერიტორია. იგი ვალდებულია, იმყოფებოდეს თავის საცხოვრებელ სახლში და სამართალდამცავი ორგანოების ნებართვის გარეშე არ დატოვოს საცხოვრებელი სახლი. დროებით ეკრძალება საჯარო გამოსვლები და ამასთანავე, ეკრძალება კომუნიკაცია იმ პირებთან. რომლებიც წარმოადგენენ მოწმეებს. რაც შეეხება იმას, რატომ არ მოხდა სასამართლოს მხრიდან ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად, როგორც ნახეთ, სასამართლოს არ განუმარტავს კონკრეტული მიზეზები და არგუმენტები, თუ რას დააყრდნო გადაწყვეტილება. ჩვენ ჩაგვბარდება დასაბუთებული წერილობითი ვერსია ამ განჩინების და ამ დოკუმენტის შეფასების შემდეგ ვიმსჯელებთ, გავასაჩივროთ თუ არა“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.