logo_geo
eng_logo
ვალესა და ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
- +

11 ივლისი. 2019. 18:29

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (26 აბი) და ფსიქოტროპული (60 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერება „ოპიუმი“ (9.83 გრამი) აღმოაჩინეს.

 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner