-
+
17 ივლისი. 2019. 18:28
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას.
„მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად, ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული“, - განაცხადა გახარიამ.