იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საჯარო მოსმენა მიმდინარეობს.
დღევანდელ მოსმენაზე მოწვეულია სამი კანდიდატი: შალვა თადუმაძე, ზაზა თავაძე და გიორგი თევდორაშვილი.
პროცედურა მიმდინარეობს საჯაროდ და გადაიცემა პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების უკვე 12 კანდიდატმა გაიარა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.