logo_geo
eng_logo
გორის მუნიციპალური სამსახურის დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გარდაიცვალა
- +

25 ივლისი. 2019. 10:05

 

 

გორის კლინიკაში გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც 22 ივლისს მძიმედ დაშავდა სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად.

 

Qartli.ge-ს ინფორმაციით, 57 წლის ნუგზარ ლამაზოღლი ავტომობილის საბარგულიდან ბანერთან ერთად გადავარდა და მძიმედ დაშავდა. ბანერი მოდის კვირეულის Fashion Week-ის იყო.

 

22 ივლისის შემდეგ ლამაზოღლი გორის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

გარდაცვლილის შვილი გამოძიებას ითხოვს იმის დასადგენად, რატომ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო ავტომანქანაზე, მაშინ როცა, ეს არ ევალებოდა და დასუფთავების სამსახურში მუშაობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner