-
+
25 ივლისი. 2019. 20:26
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს.
ოქრუაშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა ავტომობილით გადაადგილდებოდა.
ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 23 ივლისს გამოიკითხა.