logo_geo
eng_logo
პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს
- +

27 ივლისი. 2019. 19:35

 

 

პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ასევე აქციის მონაწილე კიდევ ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ განუცხადა.

 

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. აქციის მონაწილეებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ. ირაკლი ოქრუაშვილს კი ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

 

ოქრუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილი და დანარჩენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner