ბონდო ქურდაძე: ჰოდა, იტიროს ახლა სააკაშვილმა თავისი „რუსთავი 2“...
-
+
29 ივლისი. 2019. 16:23
„საერთოდ არ მეცოდებიან, გამიხარდა კიდეც“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ბონდო ქურდაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას განაცხადა.
„რუსთავიორელებს კოლეგებსაც ვერ ვუწოდებ. გამომცემლობა “სამშობლოდან“ ათობით ჟურნალ-გაზეთის რედაქცია რომ გამოგვყარეს, ხმა არ ამოუღიათ, მეტიც, იმ სააკაშვილის რეჟიმს ამართლებდნენ, რომელმაც სუნთქვის უფლებაც კი წამართვა საქართველოში. ჯერ გამომცემლობა „სამშობლოდან“ გამაძევა და მერე - ქვეყნიდანაც.
ადოლფ ჰიტლერსა და ვლადიმირ პუტინს არ გამოუყრია ერთ ღამეში ათობით ჟურნალ-გაზეთის რედაქცია და ტელევიზია ქუჩაში, „დემოკრატიის შუქურამ“ კი თვალის დაუხამხამებლად შეძლო ეს!
ჰოდა, იტიროს ახლა სააკაშვილმა თავისი „რუსთავი 2“, - განაცხადა ბონდო ქურდაძემ.
წყარო :