logo_geo
eng_logo
პოლიციამ მიმდინარე წელს 22 კილოგრამი „ჰეროინი“, 2 კილომდე კოკაინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო
- +

14 აგვისტო. 2019. 12:08

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართა. ჭელიძემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 22 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 900 გრამი "კოკაინი", 8500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 3500 აბზე მეტი „ექსტაზი“, 9 კილოგრამამდე ფსიქო აქტიური ნივთიერება და 950 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 4 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner