ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის.
ოჯახის წევრისთვის თანხის მოპარვის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ქალი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სამი წლით პირობით მსჯავრი მიესაჯა გამოსაცდელი ვადით.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კეკენაძემ გამოაცხადა და ბრალდებულის პატიმრობაც გააუქმა. პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს.
ნინო ჭითანავას მიმართ გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობდა.