logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- +

17 აგვისტო. 2019. 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ.

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner