განათლების ახალმამინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ პოზიციას ის გიორგი კვირიკაშვილის თხოვნით დათანხმდა.
ბატონი გიორგი კვირიკაშვილი ის ადამიანია, რომელთა ერთადაც დაზვერვაშიც წახვალ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელევამ.
"რა მემართება იცით, მაღაზიაში რომ შევდივარ და გამყიდველის სკამზე 20 წლის ადამიანს ვხედავ, არაფრით ვაკნინებ გამყიდველის სკამს, ნამდვილად ღირსეულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უნდა იჯდეს მეცნიერის სკამში და აქ უნდა იჯდეს საშუალო გაზრდა, რომელიც სამსახურს ეძებს. ის პროგრამა, რომელიც პრემიერის ინიციატივითაა წამოწყებული, პროფესიული განათლების რეფორმა, ზუსტად ჩაჯდა ამ ჩემს ხედვაში" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.