logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვიმედოვნებთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ
- +

6 ივნისი. 2016. 12:03



ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების შესაძლო გაჭიანურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ იმედოვნებს, ევროპელი პარტნიორები სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.



პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ დარწმუნებული, რომ საქართველო მათთვის არის მართლაც რომ კეთილსინდისიერი პარტნიორი. კრიმინალის დონე ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში კრიმინალის დონის მიხედვით მე-6 ადგილზეა, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კრიმინალის დონე გვაქვს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



რაც შეეხება გერმანიას, ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.



ასევე პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები საფრანგეთში ყოფნის დროს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ სწორ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner