logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიებზე: არაფერი გამიორმაგებია
- +

6 ივნისი. 2016. 12:10



ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელფასო ფონდი პრაქტიკულად, უცვლელია.



არაფერი გამიორმაგებია, ზუსტად ვიცი. სახელფასო ფონდი, რამდენიც მქონდა წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, უცვლელია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს წინა წელთან შედარებით, პრემიის სახით გაცემული თანხების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დანამატის სახით გაცემული რესურსის მოცულობა და საერთო ჯამში, 2015 წელს „პრემიისა" და „დანამატის" მუხლებით გაცემული თანხების ოდენობამ (14 133 000 ლარი)  2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.9%-ით გადააჭარბა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner