დეპუტატი თამაზ მეჭიაური ბიზნესმენ ლევან ვასაძეს თანამშრომლობას სთავაზობს. აღნიშნული ინფორმაცია თავად მეჭიაურმა დაადასტურა, თუმცა აქვე განაცხადა, რომ ჯერ პასუხი არ მიუღია.
„უარს არ ვიტყვით, თუკი ჩვენთან ითანაშრომლებს. ეროვნულ საკითხებში ჩვენი ხედვები ემთხვევა და მის ფინანსებს სუნი არ ასდის. ახლოს მყოფი ხედვები გვაქვს და მივესალმები, თუკი თანამშრომლობა შედგება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატი თამაზ მეჭიაური ახალ პარტიას კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილ მოადგილე სანდრო ბრეგაძესთან ერთად ქმნის. პარტიაში ასევე იქნებიან „ქართული ოცნების" ახალგაზრდული გუნდის დამფუძნებელი დავით ფაცაცია, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა და მოკლული ამირან რობაქიძის დედა ია მეტრეველი. პარტიის სახელწოდებაა „ერთიანი საქართველოსთვის".