საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არც შარშან, არც წელს არცერთი თეთრი პრემია არ მიუღია.
„რაც შეეხება ჩემს თანამშრომლებს, მე სისტემაში 5600 თანამშრომელი მყავს, თუ არ ჩავთვლით პროკურატურას. თუ მათ აქვთ კარგი ხელფასი, ეს მხოლოდ მიხარია, რადგან მათზე დგას სახელმწიფო, მათზე დგას სისტემა. ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ პირობებში ისინი ხშირად მხოლოდ ერთნი არიან ოჯახში სამსახურის მქონენი, არჩენენ შვილებს, არჩენენ მეუღლეებს და ჩვენს ხანდაზმულ თაობას. ამიტომ, მე მათ ნაცვლად მიხარია, თუკი ისინი უზრუნველყოფილი არიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.