logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ჩვენ შემოვდივართ ძალიან დიდი, ძლიერი გუნდით
- +

6 ივნისი. 2016. 13:46



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ ახალშექმნილი პარტია არჩევნებზე მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებს.

 

„ძალიან მძიმედ მისაღები გადაწყვეტილება იყო ჩემთვის, რომ პოლიტიკაში მოვსულიყავი, რადგან არასოდეს არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ მე დავინახე საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საქართველომ 9 ოქტომბერს გაიღვიძოს და ომის სუნი ეცეს. არ მინდა, ქვეყანაში კვლავ ბარიკადები დავინახო. ვხედავ, ყველაფერი იქით მიდის, რომ საქართველო „მაიდანს" დაემსგავსოს. მე ვფიქრობ, რომ სიტუაციის არევა უნდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას", ისე მის სატელიტ პარტიებს, ვინაიდან ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება" იმ ხმებს ვერ აიღებს და უნდათ, პროვოკაციები მოაწყონ. ჩვენ შემოვდივართ ძალიან დიდი, ძლიერი გუნდით და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლას შევძლებთ და ძლიერი ოპოზიცია ვიქნებით", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner