logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- +

13 სექტემბერი. 2019. 14:12

 

 

12 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, ბელგიის მოქალაქის ს.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (58 აბი)  აღმოაჩინეს.

 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner