logo_geo
eng_logo
ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
- +

16 სექტემბერი. 2019. 11:51

 

ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ნინო გვაზავა შეხვდნენ, მათ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და დეტალურად ესაუბრნენ ოზონის დაცვის საერთაშორისო დღის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ასევე   მოსწავლეებმა მოისმინეს პრეზენტაცია ოზონის შრის და ამ მხრივ საქართველოში არსებული რეალობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

 

თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირობები გააცნო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტის - „ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობისთვის“ - ფარგლებში ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იმართება გზავნილით: „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც VII-XII კლასის სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებსა და გრაფიკოსებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner