logo_geo
eng_logo
პოლიციამ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავა
- +

25 სექტემბერი. 2019. 19:02

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს.

 

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

 

პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner