logo_geo
eng_logo
საქართველოში აშშ-ის საელჩო: ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:00

 

 

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას“, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

„26 წელი გავიდა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან. ჩვენ პატივს მივაგებთ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას“, – აცხადებენ საელჩოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner