logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი რუმინელ კოლეგას შეხვდა
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:17

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარო საქმეთა მინისტრთან რომანა მანესკუსთან.

 

მინისტრმა კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დაადასტურა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის.

 

სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-რუმინეთის ურთიერთობებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში. კერძოდ, დადებითი შეფასება მიეცა საქართველო-რუმინეთი-აზერბაიჯანი-თურქეთის ოთხმმხრივ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციას და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ასევე ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებას.

 

აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო და რუმინეთი მეგობრობის 300 წლის ისტორიას აღნიშნავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner