logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: დავით ზალკალიანი, ალბათ, თავად გააკეთებს კომენტარს, თუმცა...
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:21

 

 

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის უმთავრესი ამოცანა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრაზე.

 

„შეხვედრის შემდეგ ჩვენ, საზოგადოებას უფრო მეტი გვეცოდინება, დავით ზალკალიანი ალბათ თავად გააკეთებს ამაზე კომენტარს. თუმცა, ჩვენთვის ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ დეოკუპაციას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა უსაფრთხოების კუთხით. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს არის უმთავრესი ამოცანა, ალბათ, ყველა ხელისუფლების და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner